ზუგდიდში დედაენის დღესთან დაკავშირებით სკვერის ბიბლიოთეკა გაიხსნა

15:37 14-04-2019
ზუგდიდში დედაენის დღესთან დაკავშირებით სკვერის ბიბლიოთეკა გაიხსნა
დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა  ზუგდიდში,  ბულვარის ტერიტორიაზე სკვერის ბიბლიოთეკა და ოკუპირებულ აფხაზეთთან ახლოს ე.წ. საზღვრისპირა სოფელ რუხის საჯარო სკოლაში დედაენის მონუმენტი გაიხსნა.
 
14 აპრილს დედა ენის დღე აღინიშნება. ამასთან დაკავშირებით დედაქალაქში არაერთი ღონისძიება იმართება.
 
ეს დღე 1978 წლის 14 აპრილის მოვლენების აღსანიშნავად 1990 წლიდან დაწესდა. 1978 წლის 14 აპრილს თბილისში გამართულმა საპროტესტო გამოსვლამ ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნა და ხელი შეუშალა საბჭოთა ხელმძღვანელობას, საბჭოთა საქართველოს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ მუხლი გამქრალიყო. 
წაკითხულია 146-ჯერ