ხმაურია ზუგდიდში, სამხარეო პოლიციასთან, სადაც ბესიკ დგებუაძის ოჯახის წევრები აქციას მართავენ [Video]

15:09 14-04-2019
ხმაურია  ზუგდიდში, სამხარეო პოლიციასთან, სადაც ბესიკ დგებუაძის ოჯახის წევრები აქციას მართავენ [Video]
ხმაური და დაპირისპირება სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციასთან - დაკავებული ბესიკ დგებუაძის ოჯახის წევრები და ახლობლები აქციას მართავენ.
აქციის მონაწილეებმა გზის გადაკეტვა სცადეს, მათ ეს მოახერხეს რამდენიმე წუთით, თუმცა პოლიციამ მათ ამის საშუალება არ მისცა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს   გადაწყვეტილებით ბესიკ დგებუაძე გუშინ დააკავეს, რაც შეეხება ჯონი დგებუაძეს, მას 30 ათას ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული.ოჯახი გამოძიების ობიექტურობას ეჭვქვეშ აყენებს. ძმებ დგებუაძეებს ბრალი  120-ე და 370-ე მუხლებით აქვთ წარდგენილი,  რაც სხეულის განზრახ დაზიანებას და ცრუ ჩვენების მიცემას გულისხმობს. ადვოკატის ბაჩუკი ყურაშვილის თქმით,  მათი დაკავება  უკანონოდ მოხდა, ისე რომ  მათთვის თავისუფლების აღსაკვეთად სასამართლოს შესაბამისი საფუძველი არ ჰქონდა. დგებუაძის მხარდასაჭერ აქციაზე შამგონიდანაც ჩამოვიდნენ
 
 
 
 
წაკითხულია 1337-ჯერ