ანაკლიის აკვატორიაში თურქული სეინერები შემოვიდნენ

17:28 11-02-2019
ანაკლიის აკვატორიაში თურქული სეინერები შემოვიდნენ

ანაკლიის აკვატორიაში რამდენიმე თურქული თევსაჭერი სეინერია შემოსული. გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით,  უწყებას ლაივ რეჟიმში ჰყავს კონტროლზე აყვანილი,თუ როგორ მიმდინარეობს თევზჭერის პროცესი. „დღესაც გავიდნენ მონიტორინგზე ჩვენი ჯგუფები. მათ აქვსთ შესაბამის ლიცენზია. ლიცენზიის მფლობელი არის ქართველი. მას ჰყავს დაქირავებული ქვეკონტრაქტორები, რომლებსაც  ათევზავებს. ჩვენი თანამშრომლები კი მონიტორიგს უწევენ. მოპოვებული თევზი ჩვეულებრივ საქართველოდან გადის ექსპორტზე“, - აცხადებენ დეპარტამენტში. ამავე ცნობით, თევზის მოპოვება ამ პერიოდში დაშვებულია.

წაკითხულია 117-ჯერ