ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გრიპის ვირუსით მოთავსებული პაციენტების რაოდენობა შემცირდა

11:32 12-01-2019
ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გრიპის ვირუსით მოთავსებული პაციენტების რაოდენობა შემცირდა
ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გრიპის ვირუსით დაავადებული 42 ადამიანი მკურნალობს, – ამის შესახებ კლინიკის დირექტორმა სულხან ორჟონიამ განაცხადა.მისი თქმით, მათ შორის ერთი პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზეა.როგორც სულხან ორჟონიამ აღნიშნა, 42-დან 13 პაციენტი ბავშვია.რაც შეეხება ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოყვანილ ორ მოზარდს, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
ცნობისათვის, გუშინ ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გრიპის ვირუსით დაავადებული 51 პაციენტი მკურნალობდა. 
 
წაკითხულია 514-ჯერ