საქართველოს საპატრიარქოსთან ახალგაზრდების ინიციატივით ტომოსის კითხვის აქცია გაიმართება

16:01 11-01-2019
საქართველოს საპატრიარქოსთან ახალგაზრდების ინიციატივით ტომოსის კითხვის აქცია გაიმართება
აქციის ორგანიზატორები ზუგდიდელი ახალგაზრდები არიან. ღონისძიება სოცილურ ქსელში დაიგეგმა. ახალგაზრდები მოითხოვენ საქართველოს საპატრიარქომ დააფიქსიროს თავისი პოზიცია უკრაინის  ავტოკეფალიასთან დაკავშირებით.
„ახლა კი ჯერი სხვა ეკლესიებზეა (მათ შორის ჩვენზეც), რამდენად გავბედავთ, არ შეგვეშინდება, არ გავიყიდებით და ვცნობთ ამ გადაწყვეტილებას. ჩვენთვის, ესაა უნიკალური შანსი, რომ მოვიშოროთ რუსულ ორბიტაზე მყოფობის სამარცხვინო "იარლიყი". უკრაინის ავტოკეფალიის ცნობა შეუქცევადი პროცესია, ადრე თუ გვიან ყველა ეკლესიას მაინც მოუწევს მისი ცნობა, უბრალოდ ჩვენთვის, ქართველებისთვის, ამ თემაზე პოზიციის დაფიქსირებას ლუსტრაციის მნიშვნელობაც ახლავს თან. 
ფაქტია, საქართველოს საპატრიარქო, როგორც ადრე, ახლაც ყველაფერს აკეთებს, რომ დრო გაწელოს და მოსკოვის პოზიციას არ დაუპირისპირდეს ამ ფონზე, ორმაგად მნიშვნელოვანია კიდევ ერთხელ შევახსენოთ საკუთარი მრევლის პოზიცია და მივუტანოთ უკრაინის ავტოკეფალიის ცნობის რამდენიმეენოვანი ტომოსი, რომ "გავუადვილოთ " გადაწყვეტილების მიღება.“- წერია განცხადებაში. აქცია თბილისში, საქართველოს საპატრიარქოსთან 12 იანვარას, 14:00 საათზე გაიმართება
 
წაკითხულია 248-ჯერ