ჯანდაცვის მინისტრი: „ტამიფლუ“ ყველა მოქალაქეზე უფასოდ გაიცემა

14:24 11-01-2019
ჯანდაცვის მინისტრი: „ტამიფლუ“ ყველა მოქალაქეზე უფასოდ გაიცემა
ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით,  ანტივირუსული პრეპარატი „ტამიფლუ“ მოქალაქეებზე უფასოდ გაიცემა, მიუხედავად იმისა, შედის თუ არა პაციენტი რომელიმე რისკ ჯგუფში.
 
„მივიღეთ გადაწყვეტილება საქართველოს ყველა მოქალაქეზე ანტივირუსული პრეპარატი გაიცეს სახელმწიფო სუფსიდირებით, ანუ მოქალაქეებზე გაიცეს უფასოდ, ხვალ დავიწყებთ ამის განხორციელებას“, - განაცხადა დავით სერგეენკომ.
წაკითხულია 200-ჯერ