ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გრიპის სიმპტომებით მოთავსებული 51 პაციენტიდან 19 ბავშვია

13:12 11-01-2019
ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გრიპის სიმპტომებით მოთავსებული 51 პაციენტიდან 19 ბავშვია

გრიპის ვირუსით ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში ამჟამად 51 პაციენტი მკურნალობს, – „ამჟამად მკურნალობას გადის 51 პაციენტი.მათ შორის ერთი არის უკიდურესად მძიმე,მართვით სუნთქვაზე,გამოხატული ორმხრივი პნევმონიით და ფილტვების შეშუპებით. იმყოფება კრიტიკული მედიცინის განყოფილებაში.“- აცახადებს ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალის კლინიკური დირექტორი  სულხან ორჟონია. ორჟონიას თქმით, აქედან 19 მცირეწლოვანი ბავშვია, მათგან 2 გადმოყვანილია ოკუპირებული აფხაზეთიდან. საავადმყოფოში გრიპის სიმპტომებით შეყვანილი პაციენტების რაოდენობა გაიზარდა.

წაკითხულია 893-ჯერ