თბილისში, აგლაძის ქუჩაზე, სადაც ხის მასალების მაღაზიებს გამთენიისას ცეცხლი გაუჩნდა

12:32 11-10-2018
თბილისში, აგლაძის ქუჩაზე,  სადაც ხის მასალების მაღაზიებს გამთენიისას ცეცხლი გაუჩნდა
თბილისში, აგლაძის ქუჩაზე,  სადაც ხის მასალების მაღაზიებს გამთენიისას ცეცხლი გაუჩნდა, ამ დრომდე რჩებიან მეხანძრეები.
 
 საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მთავარი სამმართველოს უფროსმა მამუკა ყირიმელმა ჟურნალისტებს განუცხადა, მეხანძრეები ტერიტორიის ცალკეულ კერებს ამუშავებენ. მისივე ინფორმაციით, ცეცხლის გავრცელების საფრთხე ამ ეტაპზე არ არსებობს.
 
„ამ დროისთვის მიმდინარეობს ცალკეული კერების დამუშავება. მასალა იყო დიდი რაოდენობით და ამას უნდა სათითაოდ დამუშავება წყლით. რაც შეეხება ხანძრის გავრცელებას, ამის არანაირი საშიშროება არ არსებობს.
 
ამ ეტაპზე 10 ერთეული სახანძრო სამაშველო ჯგუფი მუშაობს.
 
.
წაკითხულია 122-ჯერ