შსს-მ „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტის და ოპერატორის ცემის ფაქტზე, „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს“ თანამშრომელი და თარჯიმანი დააკავა

10:33 11-10-2018
შსს-მ „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტის და ოპერატორის ცემის ფაქტზე, „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს“ თანამშრომელი და თარჯიმანი დააკავა
„რუსთავი 2“-ის ჟურნალისტის და ოპერატორის ცემის ფაქტზე შსს-მ ორი პირი დააკავა. ორივე პირი „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლისა და ძალადობის ბრალდებითაა დაკავებული. უწყების ცნობით, დაკავებულია 1983 წელს დაბადებული ს.უ. და 1976 წელს დაბადებული ი.ც.„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადამღებ ჯგუფს, პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და საქმიანობაში ხელი უკანონოდ შეუშალეს. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, სამართალდამცველებმა „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს“ სოფელ ქვიშხეთის ობიექტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ს.უ. და ამავე ორგანიზაციის თარჯიმანი ი.ც. დააკავეს. საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.გამოძიება ძალადობისა და ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 154-ე მუხლის მე-2 და 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილებით მიმდინარეობს“, - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 
წაკითხულია 138-ჯერ