ვიცე-მერი დაკითხვაზეა, სად არის თავად მერი?

11:09 14-09-2018
ვიცე-მერი დაკითხვაზეა, სად არის თავად  მერი?
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის უკვე ყოფილი მერი, ამ დრომდე ჩეხეთში იმყოფება. ლაშა გოგიას ზუგდიდში ორშაბათს ელოდებიან. აცხადებენ მერიის პრესსამსახურში. მათივე ცნობით,  ცნობით, ლაშა გოგია პრაღაში სასწავლო ვიზიტით 11 სექტემბერს გაემგზავრა.
 
„ლაშა გოგია „საქართველოს მუნიციპალიტეტების სავაჭრო პროექტების განხორციელების მხარდაჭერის მიზნით დაგეგმილ სასწავლო პროგრამაში“ მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრა, რომელიც 11-დან 14 სექტემბრის ჩათვლით იმართება. დაზუსტებით შემიძლია გითხრათ, რომ ლაშა გოგია ორშაბათს ზუგდიდში იქნება“, - განაცხადეს მერიაში.
 
ზუგდიდის მერის წინააღმდეგ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოძიება 338-ე მუხლით დაიწყო, რაც ქრთამის აღებას გულისხმობს. მანამდე ლაშა გოგია სუს-ში ა(ა)იპ „ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრის" საქმესთან დაკავშირებით გამოიკითხა. დღეს კი უწყებაში დაკითხვაზე დაბარებულია უკვე ყოფილი ვიცე მერი გია გულორდავა. მან თანამდებობა გუშინ დატოვა.
 
ცნობისთვის, „რუსთავი 2“-მა ფარული ჩანაწერი გამოაქვეყნა, რომელშიც, ტელეკომპანიის მტკიცებით, ლაშა გოგია ბიზნესმენთან კორუფციულ გარიგებაზე საუბრობს. ფარული ჩანაწერის მიხედვით, ერთ-ერთი ბიზნესმენი მერისგან მისთვის გადახდილი თანხის უკან დაბრუნებას ითხოვს
წაკითხულია 175-ჯერ