სოფელი შამადელა გარესამყაროს მოწყვეტილია

15:33 10-08-2018
სოფელი შამადელა გარესამყაროს მოწყვეტილია

ნარაზენის ერთ-ერთი უბანი შამადელა გარესამყარის მოწყვეტილია,ძლიერმა წვიმამ აქ პრობლემები შექმნა. მდინარე სკაიას ადიდებამ გზა ჩახერგა,წაღებულია ხიდუ ი,დატბორილია თხილნარი,დახოცილია შინაური ფრინველი,განადგურებულია მოსავალი.წყარო,რომლითაც 10 ოჯახი სარგებლობს, წყალმა დაფარა და ადგილობრივები სასმელი წყლის გარეშე არიან დარჩენილები.,,დილიდან ველოდებით რწმუნებულს,არავინ არ მოსულა,ხედავთ რა მდგომარეობაა,არავინ ყურადღებას არ გვაქცევს,, - ამბობენ ადგილობრივები.

 

 
წაკითხულია 494-ჯერ