წყალდიდობა მარტვილში - მოსახლეობა დახმარებას ითხოვს

11:00 10-08-2018
წყალდიდობა მარტვილში - მოსახლეობა დახმარებას ითხოვს
უამინდობა სამეგრელოში, ძლიერი წვიმის შედეგად სოფელი გაჭედილი დაიტბორა. ადგილობრივების ინფორმაციით, ვითარება სოფელში რთულია, მოსახლეობა გადაადგილებას ვერ ახერხებს.
"რთული სიტუაციაა, ყურადღებას არავინ გვაქცევს. 2 მიცვალებულია სოფელში და რომ დავიტიროთ მაგის საშუალებაც კი არ არის. რამდენჯერმე ჩავედით საკრებულოში, გზის გაწმენდისთვის ტექნიკა მოვითხოვეთ, მაგრამ არავითარი ყურადღება არ ყოფილა მათგან,"-აცხადებენ ადგილობრივები
წაკითხულია 361-ჯერ