26 მაისს გახსნილ ხობის კულტურის სახლში ჭერი ჩამოინგრა

16:47 09-08-2018
26 მაისს გახსნილ ხობის კულტურის სახლში ჭერი ჩამოინგრა
ხობის კულტურის სახლში, რომელიც მიმდინარე წლის მაისის თვეში გაიხსნა და სარემონტო სამუშაოებისთვის 850 ათასი ლარი დაიხარჯა, „ ხობის მოამბის" ოთახში ჭერის ნაწილი ჩამოინგრა. როგორც თანამშრომლები აცხადებენ, ჭერის ჩამონგრევა სამუშაო საათებში მოხდა და არავინ დაშავებულა. როგორც ხობის მერის მოადგილემ ვარაზ გაბედავამ აღნიშნა, სამუშაოები შ.პ.ს. „კომპანიონმა“ შეასრულა და როცა შენობა ჩააბარეს, ექსპერტიზის დასკვნაც ჰქონდათ. მისი თქმით, კომპანიას ხარვეზების გამოსწორების ვალდებულება აქვს. 
 სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურაში კულტურის სახლის ორი თანამშრომელი გამოიკითხა. ერთ-ერთის თქმით, უწყების კითხვები სამუშაოებს შეეხებოდა.
 
ფოტო: პაპუნა შუშანია
წაკითხულია 417-ჯერ