რუსთავში მე-4 სართულის ფანჯრიდან 2 წლის ბავშვი გადმოვარდა და გარდაიცვალა

11:47 09-08-2018
რუსთავში მე-4 სართულის ფანჯრიდან  2 წლის ბავშვი გადმოვარდა და გარდაიცვალა
რუსთავში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად 2 წლის ბავშვი გარდაიცვალა. გოგონა გუშინ საღამოს 21-ე მიკრორაიონში, საცხოვრებელ ბინაში მე-4 სართულის ფანჯრის რაფაზე ავიდა და გადავარდა. ბავშვი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. 
 
როგორც შსს-ში განაცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლითაა დაწყებული, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.
წაკითხულია 84-ჯერ