ოზურგეთში ავტომობილში ხელყუმბარა შეაგდეს და ააფეთქეს

12:05 11-07-2018
ოზურგეთში ავტომობილში ხელყუმბარა შეაგდეს და ააფეთქეს
აფეთქება ოზურგეთში - იოანე პეტრიწის ქუჩაზე, დაუდგენელმა პირებმა საცხოვრებელ კორპუსთან გაჩერებულ ავტომობილში ხელყუმბარა შეაგდეს და ააფეთქეს. - ინფორმაციას ამის შესახებ ,,რუსთავი 2 '' ავრცელებს.
 
ავტომობილი ამავე კორუსში მცხოვრებ კიღურაძეების ოჯახს ეკუთვნოდა. ოჯახი მომხდარი მიზეზზე ვერ საუბრობენ.
 
აფეთქების შედგად არავინ დაშავებულა, ადგილზე გამომძიებლები და კრიმინალისტები მუშაობენ.
წაკითხულია 326-ჯერ