გარდაიცვალა საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი გურამ (ცაცა) შელია

14:53 10-07-2018
გარდაიცვალა საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი გურამ (ცაცა) შელია
65 წლის ასაკში ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი გურამ (ცაცა) შელია.
 
90-იან წლებში გურამ შელია  "ეროვნული მოძრაობის" რიგებში იყო, 1992-1995 წლების მესამე მოწვევის პარლამენტის დეპუტატი და ფრაქცია "ტრადიციონალისტების" წევრი.  იყო ასევე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი.ც 
 
ამ დროისთვის იგი  ზუგდიდის მერიის აიიპ  "ბოტანიკური ბაღების გაერთიანება"-ში მუშაობდა, ამასთან, თავმჯდომარეობდა "თავისუფალი საქართველოს" ზუგდიდის ორგანიზაციას. 
წაკითხულია 749-ჯერ