სურსათის ეროვნული სააგენტო მოსახლეობას რეკომენდაციით მიმართავს

10:13 10-07-2018
სურსათის ეროვნული სააგენტო მოსახლეობას რეკომენდაციით მიმართავს
ზაფხულის ცხელ სეზონთან დაკავშირებით, სურსათის ეროვნული სააგენტო მოსახლეობას რეკომენდაციით მიმართავს. სესი მოუწოდებს მოქალაქეებს, რომ პროდუქტების შეძენისას სიფრთხილე და ყურადღება გამოიჩინონ.
 
როგორც Facebook-ზე გამოქვეყნებულ ვიდეოში სესის თბილისის საქალაქო სამსახურის უფროსი ვასილ ბასილაძე ამბობს, მოსახლეობამ ყურადღება უნდა მიაქციოს იმას, დევს თუ არა პროდუქტი სამაცივრე განყოფილებაში, ასევე მნიშვნელოვანია შემოწმდეს პროდუქტის გამოშვების თარიღი და მისი შენახვისთვის აუცილებელი ტემპერატურა.
წაკითხულია 260-ჯერ