კრიმინალური გარჩევა ზუგდიდში- ერთ-ერთი დაჭრილის მდგომარეობა კრიტიკულია

20:08 13-03-2018
კრიმინალური გარჩევა ზუგდიდში- ერთ-ერთი დაჭრილის მდგომარეობა კრიტიკულია
კრიმინალური გარჩევა ზუგდიდში - დაჭრილია სამი პირი, რომელთაგან ერთის მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმეა, ის ცეცხლსასროლი იარაღით გულის არეშია დაჭრილი, ასევე ცეცხლსასროლი იარაღითაა დაჭრილი კიდევ ერთი პირი, მესამეს კი მრავლობითი ჭრილობები ცივი იარაღით აქვს მიყენებული.კრიმინალური გარჩევა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ზუგდიდის ერთ-ერთ გარეუბანში მოხდა.
სამართალდამცველებს ამ დროისთვის არავინ დაუკავებიათ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო.
წაკითხულია 1584-ჯერ