პუტინისა და მერკელის ,,ტაბაკობა'' შებოლილი თევზითა და ლუდით - იქნებ, ჯობდა პრემიერს იმ წერილის ნაცვლად გებჟალია გაეგზავნა მოსკოვში

17:44 12-03-2018
პუტინისა და მერკელის ,,ტაბაკობა'' შებოლილი თევზითა  და ლუდით -  იქნებ, ჯობდა პრემიერს იმ  წერილის ნაცვლად  გებჟალია გაეგზავნა მოსკოვში
გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის განცხადებით, „ხანდახან ნამდვილად უცვლიდა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს დელიკატესებს“. 
 
როგორც „რია ნოვოსტი“ წერს, მერკელი ასევე აცხადებს, რომ დროდადრო პუტინთან მისი საყვარელი რადენბერგული ლუდიც ჩაჰქონდა.
 
„ცნობილია, რომ რუსეთის პრეზიდენტი სიამოვნებით მიირთმევს გერმანულ ლუდს, ხანდახან გაცვლის საშუალებაც არის. ერთხელ ძალიან კარგი შებოლილი თევზი მივიღე“, - განაცხადა მერკელმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.
 
შეგახსენებთ, რომ ანდრეი კონდრაშოვის ფილმისთვის ჩაწერილ ინტერვიუში, რომელიც სოციალურ ქსელებში გავრცელდა, პუტინმა აღნიშნა, რომ ანგელა მერკელს მისთვის რამდენიმე ბოთლი რადენბერგული ლუდი ჩააქვს ხოლმე.
წაკითხულია 117-ჯერ