ზუგდიდიდან ენგურის ხიდის მიმართულებით მიკროავტობუსების დაყენების მოთხოვნით აქცია დღეს დევნილებმა გამართეს.

16:17 11-01-2018
ზუგდიდიდან ენგურის ხიდის მიმართულებით მიკროავტობუსების დაყენების მოთხოვნით აქცია დღეს დევნილებმა გამართეს.
ზუგდიდიდან ენგურის ხიდის მიმართულებით მიკროავტობუსების დაყენების მოთხოვნით აქცია დღეს დევნილებმა გამართეს. აქციის მონაწილეები უარს ამბობენ ოთხთვალათი გადაადგილებაზე და უპირატესობას მიკროავტობუსსა და ავტობუსს ანიჭებენ .“ 21-ე საუკუნეა და ვის უნდა ცხენი და პადვოდი? თუ არსებობს საშუალება დააყენონ მარშუტკები, ასიც მისაღებია“- ამბობენ დევნილები.ენგურის ხიდთან  10 იანვარს იმ ოთხთვალა ურმების მფლობელები გაიფიცნენ, ვისაც მგზავრები საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიიდან ადმინისტრაციულ საზღვარზე გადაჰყავთ. აქციის მონაწილეები ზუგდიდი – გალის მიმართულებით  მიკროავტობუსების დანიშვნას აპროტესტებენ.ერთ-ერთი ურმის მეპატრონე აქციაზე გზის გადაკეტვის მცდელობისთვის დააკავეს, რომელიც სასამართლომ 300-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.
 
წაკითხულია 855-ჯერ