,,ქართული ოცნების'' ზუგდიდის შტაბთან ძმების ბესიკ და ჯონი დგებუაძეების ოჯახის წევრები და ახლობლები აქციას მართავენ

14:55 15-05-2019
,,ქართული ოცნების'' ზუგდიდის შტაბთან ძმების  ბესიკ და ჯონი დგებუაძეების ოჯახის წევრები და ახლობლები აქციას მართავენ
შსს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის მიერ  დაკავებული ძმების  ბესიკ და ჯონი დგებუაძეების ოჯახის წევრები და ახლობლები ,,ქართული ოცნების'' ზუგდიდის შტაბთან აქციას მართავენ.ისინი აპროტესტებენ ქვეყანაში ხელისუფლების მიერ მართული სასამართლოს უსამართლობას და ბესიკ დგებუაძის სასწრაფოდ გათავისუფლებას ითხოვენ.
 
ძმები ბესიკ და ჯონი დგებუაძეები შსს ზუგდიდის სამმართველოს თანამშრომლებმა ოთხ აპრილს გამთენიისას დააკავეს. როგორც ოჯახი ამბობს, დაკავება სასამართლო განჩინების გარეშე მოხდა. ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ორივეს ერთად გირაო შეუფარდა, რაც პროკურატურამ გაასაჩივრა.
 
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადაწყვეტილებით ბესიკ დგებუაძე დააკავეს, რაც შეეხება ჯონი დგებუაძეს, მას 30 ათას ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული
 
.საქმეზე, რომელშიც ბესიკ დგებუაძე ფიგურირებს, სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებისა და ცრუ ჩვენების მიცემის მუხლებით  მიმდინარეობს გამოძიება.
 
დაკავებულის მამის, ვლადიმერ დგებუაძის თქმით, მისი შვილი ბესიკ დგებუაძე 2018 წლის 21 ნოემბერს ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს, მას ოთხი ტყვია ჰქონდა მოხვედრილი და დღემდე სხეულში ორი ტყვია რჩება.
 
როგორც ვლადიმერ დგებუაძე ამბობს, პოლიცია ითხოვს ბესიკ დგებუაძისგან დაასახელოს, თუ ვინ ესროლა, თუმცა მის შვილს ეს ინფორმაცია არ აქვს.
 
ოჯახი გამოძიების და სასამართლოს ობიექტურობას ეჭვქვეშ აყენებს და ითხოვს მის გათავისუფლებას.
წაკითხულია 255-ჯერ