შსს: სამეგრელო-ზემო სვანეთში ამოღებულია უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი

13:12 02-04-2019
შსს: სამეგრელო-ზემო სვანეთში ამოღებულია უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, 1967 წელს დაბადებული ვ.ბ. ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს. 
 
"სამართალდამცველებმა ნივთმტკიცებად ამოიღეს ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და მჭიდი, რომლებზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები",- აცხადებენ შსს-ში. 
 
გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე მიმდინარეობს, სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს
წაკითხულია 206-ჯერ