შპს "თაუნ პარკმა" სასამართლო დავა წააგო

18:02 01-04-2019
შპს "თაუნ პარკმა" სასამართლო დავა წააგო
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ შპს "თაუნ პარკს" სასამართლო დავა მოუგო.ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ გამოაცხადა სარეზოლუციო ნაწილი, რითაც არ დააკმაყოფილა შპს "თაუნ პარკის" საჩივარი.
 
"თაუნ პარკმა" მას შემდეგ მიმართა სასამართლოს, როდესაც ზუგდიდის მერიამ 2019 წლის 3 იანვარს გამოსცა ბრძანება "თაუნ პარკთან" დადებული ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ, ვინაიდან "თაუნ პარკი" არ ასრულებდა ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას.
წაკითხულია 459-ჯერ