თენგიზ ქობალია სასამართლომ გირაოთი გაათავისუფლა

13:26 01-04-2019
თენგიზ ქობალია სასამართლომ გირაოთი გაათავისუფლა

ზუგდიდის მერიის ქონების მართვის სამსახურის ყოფილი  უფროსი თენგიზ ქობალაია სასამართლომ გაათავისუფლა. მას 10 000 ლარიანი გირაოს გადახდა დაეკისრა. „დღეს საქმის გადახედვა უნდა ყოფილიყო, ჩვენ ვითხოვდით გირაოთი გათავისუფლებას, რაც სასამართლომ დააკმაყოფილა“- განუცხადა „ოდიშინიუსს“ ადვოკატმა იოსებ ჯანაშიამ.სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ  მერიის ეკონომიკური პოლიტიკისა და სერვისების მართვის სამსახურის ყოფილი უფროსი თენგიზ ქობალია 24 დეკემბერს დააკავა. მას გამოძიება  დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებოდა. თენგიზ ქობალიას გათავისუფლების მოთხოვნით აქცია რამდენჯერმე გაიმართა

წაკითხულია 937-ჯერ