ზუგდიდში დაჭრის ფაქტზე გამოძიება იარაღის უკანონოდ ტარებისა და ჯანმრთელობის განზრახ დაზიანების მუხლებით აღიძრა

13:45 31-03-2019
ზუგდიდში დაჭრის ფაქტზე გამოძიება იარაღის უკანონოდ ტარებისა და ჯანმრთელობის განზრახ დაზიანების მუხლებით აღიძრა

კოსტავას ქუჩის კუთხეში ახალგაზრდა მამაკაცის დაჭრის ფაქტზე გამოძიება  სსკ 118-ე და 236-ე მუხლებით აღიძრა, რაც ჯანმრთელობის  განზრახ დაზიანებას და  ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარებას ითვალისწინებს. გავრცელებული, არაოფიციალური ინფორმაციით, მკვლელობა ოჯახურ კონფლიქტს უკავშირდება. ი.მ. სავარაუდოდ საცოლის მამამ დაჭრა. შემთხვევა დაახლოებით ერთი საათის წინ, ზუგდიდში მოხდა. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ, დაჭრილი კი ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალშია გადაყვანილი. ექიმების ინფორმაციით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება

წაკითხულია 397-ჯერ