პრეზიდენტის სიძე, მინდია გოგოჭური დააკავეს

10:34 06-12-2018
პრეზიდენტის სიძე, მინდია გოგოჭური დააკავეს
პრეზიდენტის სიძე, მინდია გოგოჭური დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გოგოჭურთან ერთად აყვანილია კიდევ ერთი პირი. „შსს-მ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს და 376-ე მუხლით, რაც დანაშაულის შეუტყობინებლობაა“, - აცხადებენ  შსს-ში.
შეგახსენებთ, რომ მინდია გოგოჭურს სამართალდამცავებთან პრობლემები აქამდეც ჰქონია. ის სხვადასხვა მიზეზით რამდენჯერმე იყო დაკავებული.
წაკითხულია 91-ჯერ