ტობავარჩხილზე ტურისტებზე იძულების მცდელობის ბრალდებით დაკავებული მამაკაცი ბრალს აღიარებს.

20:11 09-08-2018
ტობავარჩხილზე ტურისტებზე იძულების მცდელობის ბრალდებით დაკავებული მამაკაცი ბრალს აღიარებს.
ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურისა და დაცვის მხარის შუამდგომლობა, რის შედეგადაც მამაკაცთან, რომელიც სამართალდამცავებმა ტობავარჩხილზე იძულების მცდელობის ბრალდებით დააკავეს, საპროცესო შეთანმხება გაფორმდა. გადაწყვეტილება მოსამართლე შოთა ბიჭიამ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.
საპროცესო შეთანხმების შედეგად, ბრალდებული ცნობილ იქნა დამნაშავედ 150-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც იძულებას გულისხმობს. მას სასჯელის სახით ათი თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, საიდანაც ის სამ თვეს ციხეში გაატარებს, შვიდი თვე კი პირობით მსჯავრა ერთი წლის გამოსაცდელი ვადით მოიხდის.
მამაკაცი ტურისტების კარავში შეღწევას ცდილობდა. მომხდარზე გამოძიება 19-150-ე იძულების მცდელობის ბრალდებით მიმდინარეობს. შსს-ის ცნობით, დაკავებული დანაშაულს აღიარებს
წაკითხულია 545-ჯერ