აფხაზეთში გარდაცვლილ ნათესავს ენგურს გამოღმა ტირიან

16:51 09-04-2019
აფხაზეთში გარდაცვლილ ნათესავს ენგურს გამოღმა ტირიან

ოკუპირებული აფხაზეთის გალის რაიონის სოფელ პირველ ოტობაიაში 70 წლის გ.თ.ს დაკრძალვაზე ნათესავები ვერ მოხვდენ და ისინი ქართული მხარის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან,ენგურს გამოღმიდან ემშვიდობებიან მიცვალებულს. როგორც გარდაცვლილის ნათესავები ამბობენ,მათ არ მიეცათ ოკუპირებულ ოტობაიაში შესვლის საშუალება და ამ ფორმით გამოთქვამენ სამძიმარს. ისინი ხელისუფლებასა და შესაბამის ორგანოებს დახმარების თხოვნით მიმართავენ.,,დაგვატირებინონ მიცვალებული, კორიდორი გაგვიკეთონ, ეს მაინც მოაგვარონ, სადაა ლტოლვილთა მინისტრი, ქუთაისიდან ჩამოვედით და აგერ ვუყურებ სახლს 30 მეტრში,,- ამბობს გარდაცვლილის ნათესავი

წაკითხულია 180-ჯერ