შამგონადან გატაცებული გელა როსტობაია ამ დრომდე გალის წინასწარი დაკავების ზოლატორში იმყოფება, ოჯახს აფხაზური ადმინისტრაციიდან არავინ დაკავშირებია

14:09 06-04-2019
შამგონადან გატაცებული გელა როსტობაია ამ დრომდე გალის წინასწარი დაკავების ზოლატორში იმყოფება, ოჯახს აფხაზური ადმინისტრაციიდან არავინ დაკავშირებია
სოფელ შამგონადან რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული გელა როსტობაია ამ დრომდე გალის წინასწარი დაკავების ზოლატორში იმყოფება.
 
38 წლის მამაკაცი ოპკუანტებმა ე.წ. საზღვრის კვეთის ბრალდებით დააკავეს, თუმცა, დაკავებულის მამა იანურ როსტობაია ამ  ვერსიას გამორიცხავს.
 
მისი თქმით, ისინი მდინარესთან ახლოს ცხოვრობენ და სათევზაოდ არაერთხელ წასულან, მაგრამ გაღმა ნაპირზე არასოდეს გადასულან.როგორც იანურ როსტობაია ამბობს, გალის რაიონში ნათესავები ჰყავს, რომლებიც შეესწრნენ, როგორ გადაჰყავდათ ე.წ. მესაზღვრეებს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მისი შვილი.
 
„მე დამირეკეს ნათესავებმა და მითხრეს რაც ნახეს. უკითხავთ რატომ დააკავეთო და "საზღვარი დაარღვიაო" უთქვამთ. ჯერ არავინ დამკავშირებია და ვნახოთ“, - ამბობს იანურ როსტობაია.
 
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.
 

შემთხვევა 5 აპრილს, დაახლოებით 17:00 საათამდე მოხდა. 

წაკითხულია 127-ჯერ