შამგონადან რუსმა სამხედროებმა საქართველოს მოქალაქე,თევზაობის დროს გაიტაცეს

21:34 05-04-2019
შამგონადან რუსმა სამხედროებმა საქართველოს მოქალაქე,თევზაობის დროს გაიტაცეს
ზუგდიდის მუნიციპალიტეტ სოფელ შამგონადან,რომელიც გალის რაიონს ესაზღვრება,რუსმა სამხედროებმა საქართველოს მოქალაქე,თევზაობის დროს გაიტაცეს. გავრცელებული ინფორმაციით,იგი გადაყვანილია გალში.
სუს-ის ინფორმაციით, ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.
შამგონის გამგებელი ადასტურებს ფაქტს,რომ დაკავებულია სოფლის მკვიდრი გელა როსტობაია,თუმცა დეტალები არ იცის.
წაკითხულია 380-ჯერ