განცხადება ბრიუსელიდან: ირაკლი კვარაცხელიას დაღუპვა ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე ზედმიწევნით, გამჭვირვალედ და სწრაფად უნდა იქნეს გამოძიებული

14:04 18-03-2019
განცხადება ბრიუსელიდან: ირაკლი კვარაცხელიას დაღუპვა ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე ზედმიწევნით, გამჭვირვალედ და სწრაფად უნდა იქნეს გამოძიებული
ლიეტუვას საგარეო საქმეთა მინისტრმა ლინას ლინკევიჩუსმა ოკუპირებულ გალში გარდაცვლილი ირაკლი კვარაცხელიას შესახებ ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტერიალის დაწყებამდე კომენტარი გააკეთა.
 
„ოკუპირებულ ტერიტორიებზე გრძელდება ადამიანის უფლებათა უხეში დარღვევა. ბოლო შემთხვევა ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე ზედმიწევნით, გამჭვირვალედ და სწრაფად უნდა იქნეს გამოძიებული. ის, რაც მოხდა კიდევ ერთი დასტურია იმისა თუ რა ხდება და ეს მიუღებელია“, - განაცხადა ლინას ლინკევიჩუსმა.
 
ოკუპირებულ აფხაზეთში გარდაცვლილი 28 წლის ირაკლი კვარაცხელია სენაკში გუშინ დაკრძალეს.
 
წაკითხულია 97-ჯერ