ხურვალეთში, ადგილობრივების ბაღებში აღმოჩენილი კვალი მიუთითებს, რომ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები სოფელში ახალი მავთულხლართების დასამონტაჟებლად ემზადებოდნენ.

15:24 16-03-2019
ხურვალეთში, ადგილობრივების ბაღებში აღმოჩენილი კვალი მიუთითებს, რომ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები სოფელში ახალი მავთულხლართების დასამონტაჟებლად ემზადებოდნენ.
 
სამოქალაქო აქტივისტებმა  ხურვალეთში შეაღწიეს და ადგილზე გაარკვიეს რა ხდებოდა გუშინ სოფელსა და უშუალოდ მის მიმდებარე ტერიტორიაზე.
 
როგორც ანტისაოკუპაციო მოძრაობა "ძალა ერთობაშიას" აქტივისტმა დავით ქაცარავამ ჟურნალისტებს განუცხადა ხურვალეთში, ადგილობრივების ბაღებში აღმოჩენილი კვალი მიუთითებს, რომ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები სოფელში ახალი მავთულხლართების დასამონტაჟებლად ემზადებოდნენ.  - ინფორმაციას მონიტორინგის ჯგუფი ავრცელებს, რომლებმაც სოფეოლი დაათვალიერეს.
 
ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრები აღნიშნავენ, რომ გაკაფულია ბაღები, რაც იმაზე მიუთითებს, რომ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა ეს ტერიტორია ახალი მავთულხლართებისთვის მოასუფთავეს.
 
 
„იმ ბაღებში, რომელზეც არის საუბარი, იყო ჩვეულებრივი ჯაგნარი, რომელზეც ჩვენ ვაპირებდით 15 რიცხვში გასუფთავებას, გამომდინარე იქიდან, რომ გვთხოვეს, არ დაძაბულიყო სიტუაცია ოკუპანტებთან, ჩვენ ეს ღონისძიება გადავდეთ. დღეს რომ შევედით, ის ბაღი იყო გასუფთავებული, სადაც ვვარაუდობდით და იყო ინფორმაცია, რომ რუსი ოკუპანტები იყვნენ შემოსულები,“ - განაცხადა ანტისაოკუპაციო მოძრაობის წარმომადგენელმა.
 
ამ დროისთვის ხურვალეთში შესვლა ისევ შეზღუდულია. აქტივისტები სოფელ ატოცისკენ მიემართებიან რატა გააგრძელონ პატრულირება  სოფლის მიმდებარე ტერიტორიაზე.
 
„ჩვენ აქედან მივდივართ, მაგრამ ვაფიქსირებთ ჩვენს მოთხოვნას, რომ პოლიცია 24 საათიან რეჟიმში პატრულირებდეს ბაღებში. ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენს პატრულირებას, რასაც 21 თვის განმავლობაში ვაწარმოებთ საოკუპაციო ხაზთან", - განაცხადა ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრმა
დავით ქაცარავამ. მან  ხელისუფლებას ეფექტური მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა და წამოაყენა ახალი მოთხოვნა, კერძოდ,   მოძრაობის წევრები ითხოვენ, სამართალდამცავებმა სოფელ ხურვალეთში, საოკუპაციო ხაზთან 24-საათიან რეჟიმში პატრულირება მოახდინონ.
 
 
 
წაკითხულია 149-ჯერ