დე ფაქტო აფხაზეთის ხელისუფლებამ ენგურის ხიდი 25 იანვრამდე ჩაკეტა

11:46 11-01-2019
დე ფაქტო აფხაზეთის ხელისუფლებამ ენგურის ხიდი 25 იანვრამდე ჩაკეტა

დე ფაქტო აფხაზეთის ხელისუფლებამ ენგურის ხიდი 25 იანვრამდე ჩაკეტა, მიზეზი საქართველოში გავრცელებული  ღორის გრიპია. ერთ-ერთი დევნილი ამბობს, რომ მათთვის ხიდის ჩაკეტვის შესახებ ინფორმაცია ცნობილია, თუმცა დასძენს, რომ ეს მათ დისკომფორტს შეუქმნის. „პროდუქტებზე ჩვენ ზუგდიდში გადმოვდივართ,აქ უფრო იაფად ვყიდულობთ’,- აცხადებენ ენგურსგაღმა მცხოვრებლები. შეიზღუდება მოსახლეობის გადაადგილება, იმ მიზნით რომ ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე დაავადებული ადამიანების შესვლა თავიდან იყოს აცილებული. სპეციალისტები მოსახლეობას გრიპის საწინააღმდეგო აცრების ჩატარებისა და ჰიგიენის ზომების დაცვისკენ მოუწოდებენ.

წაკითხულია 228-ჯერ