შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტის ანსამლი „დავლათი“ კორეაში ეროვნული ცეკვების კონკურს-ფესტივალში მონაწილეობს

13:53 14-09-2018
შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტის ანსამლი „დავლათი“ კორეაში  ეროვნული ცეკვების კონკურს-ფესტივალში მონაწილეობს

სამხრეთ კორეის ქალაქ "ჩონანში", ოფიციალურად გაიხსნა კონკურს- ფესტივალი მსოფლიო ჩემპიონატი 2018 ეროვნულ ცეკვებს შორის. "შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა "დავლათმა"და ანსამბლმა "იმედმა" ერთობლივი ძალებით კონკურსი ღირსეულად გახსნა და 40000 მაყურებლის წინაშე ღირსეულად ააფრიალა ქართული დროშა . ქართული ცეკვა ერის საგანძურია, სავიზიტო ბარათი მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში.უნივერსიტეტის ანსამბლი მრავალათასიანი მაყურებლის წინაშე მრავალფეროვანი რეპერტუარით წარსდგა. ქართული, დავლური, განდაგანა, ლაზური, მხედრული, მთიულური, ჯეირანი, ილოური, პოპური, ოსური- ეს იმ ცეკვების ჩამონათვალია, რომელიც „დავლურმა“ სცენაზე შეასრულა. ფესტივალში მონაწილეობას 16 მოწვეული ქვეყანა ღებულობს, მათ შორის საპატიო ადგილი საქართველოს უკავია. 

 http://www.zssu.ge/zssu2/

 

წაკითხულია 840-ჯერ