კოჯრის სამხედრო ნაწილში შეიარაღებული დაპირიპირება მოხდა. დაშავებულია 4 ჯარიკაცი

11:13 02-08-2018
კოჯრის სამხედრო ნაწილში  შეიარაღებული დაპირიპირება მოხდა. დაშავებულია 4 ჯარიკაცი
გუშინ ღამით კოჯრის სამხედრო ნაწილში სავალდებულო სამხედრო მოსამსახურეებს შორის დაპირისპირება მოხდა, რის შედეგადაც ოთხი ჯარისკაცი სამხედრო სამედიცინო ჰოსპიტალშია გადაყვანილი, - განცხადებას ამის შესახებ  თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. 
 
 დაპირისპირების დროს დაშავებულ ერთ სამხედრო მოსამსახურეს, რომელიც ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანეს, ოპერაცია ჩაუტარდა,როგორც ექიმები აღნიშნავენ, , პაციენტს მუცლის არეში შემავალი ჭრილობა სავარაუდოდ ცივი იარაღით ჰქონდა მიყენებული. საბედნიეროდ,  მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
 
მასთან ერთად, ინგოროყვას კლინიკაში კიდევ ორი სამხედრო მოსამსახურე შეიყვანეს, რომლებსაც ნაკლებად მძიმე დაზიანებები აღენიშნებოდათ. როგორც ჰოსპიტალის ექიმმა უჩა ცუხიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ორივე პაციენტს ჩაუტარდა ზედაპირული დათვალიერება და ისინი გორის სამხედრო ჰოსპიტალში გააგრძელებენ მკურნალობას.
 
რაც შეეხება კიდევ ერთ დაშავებულ სამხედროს, ის „ამტელ ჰოსპიტალშია“ გადაყვანილი. , დაზარალებულ სამხედრო მოსამსახურეს სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებები არ აღენიშნება. 
 
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე სამხედრო პოლიციას საქმე აქვს აღძრული და გამოძიებაა დაწყებული.
 
 
 
 
 
წაკითხულია 712-ჯერ