რატომ შეჩერდა ვაზიანის სამხედრო აეროდრომისკენ მიმავალი ამერიკული ჯავშან-ტექნიკა გორის ცენტრში?

16:22 28-07-2018
რატომ შეჩერდა ვაზიანის სამხედრო აეროდრომისკენ მიმავალი ამერიკული ჯავშან-ტექნიკა გორის ცენტრში?
ამერიკულმა ჯავშან-ტექნიკა გზად ვაზიანის სამხედრო აეროდრომისკენმ გორის ცენტრში შეჩერდა. 
 
ამერიკელი სამხედროები და 13 ჯავშანმანქანა გორის ცენტრში, გამგეობის შენობასთან, დაახლოებით, ნახევარი საათის განმავლობაში იდგა. დღეს გორის მაცხოვრებლებს საშუალება ჰქონდათ, მრავალეროვან სამხედრო სწავლება "ღირსეულ პარტნიორ 2018"-ში მონაწილე სამხედრო ტექნიკა დაეთვალიერებინათ.
 
სიმბოლურია ისიც, რომ სამხედრო ტექნიკა სწორედ იმ ქალაქში გაჩერდა, რომელიც 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს ყველაზე მეტად დააზარალა. გორის მაცხოვრებლებმა წვრთნებში მონაწილეობისა და საქართველოს მხარდაჭერისათვის ამერიკელ სამხედროებს მადლობა გადაუხადეს. 
 
 თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველო მრავალეროვნულ სამხედრო სწავლებას „ღირსეული პარტნიორი 2018“ 1-15 აგვისტოს უმასპინძლებს. წვრთნები ვაზიანის სამხედრო აეროდრომზე, ვაზიანის პოლიგონსა და ნორიოს საწვრთნელ ბაზაზე გაიმართება. სწავლებაში ნატო-ს წევრი და პარტნიორი 13 ქვეყნის 3000-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობს. 
.
წაკითხულია 668-ჯერ