ორფოლოში, პოლიგონზე მიმდინარე გეგმური წვრთნის დროს შეუძლოდ გახდა და გარდაიცვალა საქართველოს შეიარაღებული ძალების კაპრალი, 31 წლის გია ჩაჩუა

12:50 09-07-2018
ორფოლოში, პოლიგონზე მიმდინარე გეგმური წვრთნის დროს შეუძლოდ გახდა და გარდაიცვალა  საქართველოს შეიარაღებული ძალების კაპრალი, 31 წლის გია ჩაჩუა
 საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით  გარდაიცვალა .საქართველოს შეიარაღებული ძალების კაპრალი, 31 წლის გია ჩაჩუა. იგი  ორფოლოში, პოლიგონზე მიმდინარე გეგმური წვრთნის ერთ-ერთი ეტაპის დასრულების შემდეგ შეუძლოდ გახდა, რის შემდეგაც საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
 
„საქართველოს შეიარაღებული ძალების III ქვეითი ბრიგადის 34-ე საარტილერიო ბატალიონის მძღოლი ორფოლოში, პოლიგონზე მიმდინარე გეგმიური წვრთნის ერთ-ერთი ეტაპის დასრულების შემდეგ შეუძლოდ გახდა, რის შემდეგაც ის გულის უკმარისობით ახალციხის კლინიკა „უნიმედის“ რეანიმაციის განყოფილებაში გადაიყვანეს. მას გულის პირდაპირი მასაჟის სარეანიმაციო ღონისძიებები ჩაუტარდა, თუმცა კაპრალ გია ჩაჩუას გადარჩენა ვერ მოხერხდა“, - ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
 
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს კაპრალ მირზა გიას ძე ჩაჩუას გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახსა და ახლობლებს.
 
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის დეპარტამენტის ახალციხის რაიონულმა სამმართველომ, 116-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას ითვალისწინებს.
წაკითხულია 421-ჯერ