შსს მინისტრი გიორგი გახარია ზუგდიდში სამეგრელოს რეგიონის მაჟორიტარ დეპუტატებსა და მერებს ხვდება [Video]

16:16 11-11-2018
შსს მინისტრი გიორგი გახარია ზუგდიდში სამეგრელოს რეგიონის მაჟორიტარ დეპუტატებსა და მერებს ხვდება [Video]
შსს მინისტრი გიორგი გახარია საარჩევნო პროცესებში აქტიურადაა ჩართული. მინისტრი სამეგრელოს რეგიონში განსაკუთრებულ მობილიზაციას ახდენს და დახურულ კარს მიღმა შეხვედრებს აწყობს ყველა სფეროს წარმომადგენლებთან. დღეს დილიდან გახარია სამეგრელო-ზემო სვანთის გუბერნიაში სამეგრელოს რეგიონის მერებს, მაჟორიტარ დეპუტატებსა და შტაბის ხელმძღვანელებს ხვდება. შეხვედრიდან გამოსულები ჟურნალისტებთან ადასტურებენ, რომ შეხვედრის მთავარი თემა არჩევნებია.
„დიახ, ჩვენ ვისაუბრეთ არჩევნების უსაფრთხო ჩატარებაზე და გავიარეთ ეს დეტალები, თქვენ იცით შსს მინისტრის განცხადება ამის შესახებ, რომ მისი პრეროგატივაა არჩევნების უსაფრთხო გარემოში ჩატარება“- განაცხადა აბაშა-მარტვილის მაჟორიტარმა დეპუტატმა ოთარ დანელიამ.
 
 
 
წაკითხულია 640-ჯერ