ასე გამოიყურება ზებრა გადასასვლელი ზუგდიდის ცენტრალურ ქუჩაზე

14:25 17-08-2018
ასე გამოიყურება ზებრა გადასასვლელი ზუგდიდის ცენტრალურ ქუჩაზე

საფრთხის შემცვლელი ზებრა გადასასვლელი, რომელიც არანაირ სტანდარტში არ დება, ზუგდიდის ცენტრალურ გამზირზე ასე გამოიყურება. ცენტრალური ბულვარის ერთ მხარეს დახაზული ეს ზებრა გადასასვლელი უცნობია რა პრინციპით დაიხაზა.

 

 

ზუგდიდის მერიაში აცხადებენ, რომ  გადასასვლელის დახაზვის სტანდარტებს საგზაო დეპატრამენტი ადგენს.

 

 

ექსპერტების რეკომენდაციით, ზებრა გადასასვლელის წინ უნდა დაიდგას მაფრთხილებელი ნიშნები, გაუქმდეს ის ზებრა გადასასვლელები, სადაც ქვეითისა და ავტომობილისთვის ერთდროულად ინთება მწვანე შუქი, ცალმხრივ რამდენიმე ზოლიან გზებზე ქვეითთა გადასასვლელებთან შუქნიშნები დაიდგას. გარდა ამისა, ზებრა გადასასვლელები დაიხაზოს კარგად აღქმადი სპეციალური მასალით.

 

 

წაკითხულია 3389-ჯერ