ზესხოს ხეობაში ცეცხლის ლიკვიდაცია ამ დრომდე ვერ ხერხდება

10:59 13-07-2018
ზესხოს ხეობაში ცეცხლის ლიკვიდაცია ამ დრომდე ვერ ხერხდება
ზესხოს ხეობაში ცეცხლის ლიკვიდაცია ამ დრომდე ვერ ხერხდება. მეხანძრე-მაშველებმა ხანძრის ძირითადი კერების ჩაქრობა შეძლეს, თუმცა დარჩენილი კერებიდან ცეცხლის გავრცელების საშიშროება ისევ არსებობს. ამ დრომდე ზესხოს ხეობაში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში მხოლოდ ცოცხალი ძალა მონაწილეობს. ადგილზე რთული რელიეფის გამო ვერ შედის მძიმე ტექნიკა, სამუშაოებში ავიაციის ჩართვა კი ამინდზეა დამოკიდებული. ქვემო სვანეთში, ზესხოს ხეობაში მეხანძრე-მაშველები ხანძარს უკვე მეხუთე დღეა ებრძვიან. დამწვარია 3 ჰექტრამდე ტყის მასივი.
წაკითხულია 2321-ჯერ