აჭარა სამთავრობო ცვლილებების მოლოდინშია - ზურაბ პატარიძე გადადგომას გეგმავს

11:45 04-07-2018
აჭარა სამთავრობო ცვლილებების მოლოდინშია -  ზურაბ პატარიძე გადადგომას გეგმავს
 აჭარა სამთავრობო ცვლილებების მოლოდინშია - გავრცელებული ინფორმაციით,  აჭარის მთავრობის მეთაური ზურაბ პატარიძე დღეს 15:00 საათზე გააკეთებს განცხადებას გადადგომის შესახებ. 
ზურაბ პატარაძის ბრიფინგი 15. 00 საათზეა დანიშნული
.
 პარალელურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ  პატარაძის შემცვლელად საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის დირექტორი თორნიკე რიჟვაძე, უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ცოტნე ანანიძე, აჭარის განათლების მინისტრის მოადგილე ბადრი ნაკაშიძე და აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე განიხილებიან. პირველ ეტაპზე, შესაძლოა, მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობა ჯანდაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ შეასრულოს.
 
კანონმდებლობით, პატარაძის განცხადების შემდეგ, აჭარის მთავრობას უფლებამოსილება უწყდება.  
წაკითხულია 732-ჯერ