ცაიშის შუალედურ არჩევნებს ცესკოს თავმჯდომარე აკვირდება.

08:52 13-05-2018
ცაიშის შუალედურ არჩევნებს ცესკოს თავმჯდომარე აკვირდება.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ცაიშში შუალედურ არჩევნებს ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანია აკვირდება.ცაიშში სულ სამი უბანია გახსნილი.და რეგისტრირებულია 2 819 ამომრჩეველი.უბნები დილის 8 საათზე გაიხსნა.პირველმა ამომრჩეველმა ცაიშის 74-ე უბანზე ხმა დილის 9-ის 13 წუთზე მისცა. დღეს აქ პირველად იტესტება ელექტრონული ხმის დამთვლელი აპარატი,ამომრჩეველი ხმას ელექტრონულად აძლევს.„ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, რადგან საქართველოში, სწორედ ცაიშში ტარდება ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით არჩევნები. ძალიან საინტერესოა ეს პროცესი, ვინაიდან ეს არის პილოტური პროექტი, რომელიც ამომრჩეველზეა დიდ წილად დამოკიდებული, რამდენად ეფექტურად გამოიყენებს ელექტრონულ ტექნოლოგიებს საარჩევნო პროცესში. ამ პროცესს კვლევის მიზნები აქვს, რომელიც შემდგომში შეფასდება ზოგადად საქართველოში საარჩევნო პროცესში დანერგვის შესაძლებლობების განხილვის თვალსაზრისით“, - თქვა თამარ ჟვანიამ.

წაკითხულია 866-ჯერ