დღეიდან დაგროვებითი საპენსიო სქემის დატოვება ნებაყოფლობით ჩართულ პირებს შეეძლებათ

10:41 01-04-2019
დღეიდან დაგროვებითი საპენსიო სქემის დატოვება ნებაყოფლობით ჩართულ პირებს შეეძლებათ
დღეიდან დაგროვებითი საპენსიო სქემის დატოვება შეუძლიათ იმ პირებს, რომლებსაც 2018 წლის 6 აგვისტოს უკვე შეუსრულდათ 40 წელი ან მეტი.მსურველებს განცხადების დაწერა საპენსიო სააგენტოს ოფისში (ყიფშიძის 7ბ) ან სოციალური მომსახურების სააგენტოს ფილიალებში შეუძლიათ.
 
„სქემის დატოვების შესახებ განცხადების დაწერის მსურველებმა, უნდა გაითვალისწინონ შემდეგი ინფორმაცია: სქემაში ჩართვის თარიღად ითვლება ის თარიღი, როდესაც კომპანიის, ან ორგანიზაციის ბუღალტერმა დახურა დეკლარაცია და განახორციელა დასაქმებულის პირველი საპენსიო შენატანი. კანონის თანახმად, პირველი დახურული დეკლარაციის თარიღიდან სამი თვის შემდეგ, დასაქმებულს აქვს უფლება დაწეროს განცხადება დაგროვებითი საპენსიო სქემის დატოვების შესახებ. პირველი საპენსიო შენატანის განხორციელების თარიღისა და გასვლის პერიოდის შემოწმება დასაქმებულს საპენსიო სააგენტოს ვებ-გვერდის პირად პროფილზე შეუძლია, იქ სადაც საპენსიო დანაზოგს ამოწმებს. ორი დამსაქმებლის შემთხვევაში, პირად გვერდზე შესასვლელად საჭიროა ორი პაროლი”,-ნათქვამია საპენსიო სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
წაკითხულია 163-ჯერ