ამ დროისთვის საპენსიო ფონდში 100 მილიონი ლარია დაგროვებული - რაც უნდა მოხდეს, სავალდებულო დამსაქმებლები უკვე გადახდილ შენატანებს ვეღარასოდეს დაიბრუნებენ.

16:03 14-03-2019
ამ დროისთვის საპენსიო ფონდში 100 მილიონი ლარია  დაგროვებული - რაც უნდა მოხდეს, სავალდებულო დამსაქმებლები უკვე გადახდილ შენატანებს ვეღარასოდეს დაიბრუნებენ.
40 წლამდე დასაქმებულებისთვის საპენსიო ფონდში ჩართვა, შესაძლოა, სავალდებულო აღარ იყოს
 
არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს დემოკრატიული ინიციატვა საპენსიო ფონდში სავალდებულო შენატანის განხორციელების არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს. მათ მიერ მომზადებული შესაბამისი სარჩელი საკონსტიტუციო სასამამართლომ უკვე განიხილა.
 
საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე  ორგანიზაციის წარმომადგენლი  შენატანების გადახდის პროცესის შეჩერებას ითხოვს. ედუარდ მარიკაშვილის განმარტებით, სავალდებულო დამსაქმებლები უკვე გადახდილ შენატანებს ვეღარასოდეს დაიბრუნებენ.
 
საპენსიო სააგენტოში აცხადებენ, რომ გამწესრიგებელ სხდომაზე მოწმის სტატუსით სააგენტოს დირექტორი იყო მიწვეული. მათი ინფორმაციით, ლევან სურგულაძემ  სასამართლოს მყარი არგუმენტები წარუდგინა. ამასთან აღსანიშნავია, რომ ამ დროისთვის საპენსიო ფონდში 100 მილიონი ლარია  დაგროვებული. სისტემაში 44 000 კომპანია და 562 000 დასაქმებულია ჩართული
წაკითხულია 113-ჯერ