აზიური ფაროსანას დამარცხებას კიდევ ორი-სამი წელი დასჭირდება - აცხადებს მინისტრი ლევან დავითაშვილი

13:43 11-03-2019
აზიური ფაროსანას დამარცხებას კიდევ  ორი-სამი წელი დასჭირდება - აცხადებს მინისტრი ლევან დავითაშვილი
ექსპერტების შეფასებით, დაახლოებით ორ-სამ წელში ჩვენ დავამარცხებთ აზიურ ფაროსანას, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა .აზიურ ფაროსანასთან დაკავშირებით გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე.
 
კონფერენცია   ტარდება სეს-ის ორგანიზებით და მის ფარგლებში მსოფლიოს 26 ქვეყნიდან ჩამოსული მეცნიერები საქართველოს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის გამოცდილებას განიხილავენ.
 
„საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევაა აზიური ფაროსანა. ამაზე წლებია ვმუშაობთ. ქვეყანაში დაგროვდა ფაქტობრივად, უნიკალური გამოცდილება, რომელიც აინტერესებს მთელ მსოფლიოს. ამასთან, ჩვენთვისაც საკმაოდ მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო გამოცდილება მივიღოთ წამყვანი მეცნიერებისგან. ამისთვის საჭიროა მეცნიერთა ურთიერთკავშირი და შეხვედრები. საბოლოოდ იმედი მაქვს, რომ საერთაშორისო თანამშრომლობის შედეგად შესაძლებელი იქნება, როგორც საქართველოში, ისე გლობალურად აზიური ფაროსანას პრობლემის დაძლევა,“ - განაცხადა ლევან დავითაშვილმა
წაკითხულია 170-ჯერ