საპენსიო რეფორმის შეჩერების ინიციატივით "ევროპულმა საქართველომ" პარლამენტს მიმართა

23:07 19-02-2019
საპენსიო რეფორმის შეჩერების ინიციატივით "ევროპულმა საქართველომ" პარლამენტს მიმართა
საპარლამენტო უმცირესობა საპენსიო რეფორმის შეჩერებას ითხოვს. აღნიშნული ინიციატივით "ევროპულმა საქართველომ" პარლამენტს უკვე მიმართა. „ევროპული საქართველოს“ წევრის ზურაბ ჭიაბერაშვილის თქმით, „ქართული ოცნების“ მიერ შემოღებული საპენსო სქემა არ იძლევა ღირსეული სიბერის გარანტიას და პირიქით ქმნის უამრავ პრობლემას. ჭიაბერაშვილის თვლის. რომ ეს სქემა გაზრდის უმუშევრობას ახალ თაობაში, რადგან დამსაქმებელს აღარ მოუნდება დამატებითი გადასახადის გადახდა იმ ადამიანისთვის, რომელიც უნდა აიყვანოს სამსახურში და 40 წელზე ქვემოთაა:
 
„დაგროვებითი პენსიის სქემა, რომელიც "ოცნებამ" შემოიღო, თავისთავად, ხარვეზიანია და ყველამ დაინახა, რომ ის არ იძლევა არც ღირსეულ სიბერეს და დღეს ქმნის უამრავ პრობლემას. მაგრამ ჩვენ ახლა შეჩერებას ვითხოვოთ იმიტომაც, რომ თვითონ საპენსიო სააგენტო აღმოჩნდა, რომ დაუკომპლექტებელია. საინვესტიციო სააგენტო, რომელმაც ფული უნდა განათავსოს და ფულს ფული უნდა მოაგებინოს, დაუკომპლექტებელია. სად უნდა განათავსონ ეს ფული, თვითონვე არ იციან და განსაზღვრული არ აქვთ. ანუ, იმდენად მოუმზადებელი რეფორმა იყო, რომ, თუნდაც, ეს ხარვეზიანი სქემა ხომ მაინც უნდა მომზადებული ყოფილიყო, რომ ჩამოყალიბებულიყო სტრუქტურები და ამიტომ, ჩვენ ვითხოვთ, რომ ხალხს ნუ აცლიან ამ ფულს დღეს ჯიბიდან, როცა არ იციან ფული სად დააბანდონ.“ - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა
წაკითხულია 159-ჯერ