პენსია გაიზრდება 20 ლარით, რატომ 50 ლარით არა?

12:05 11-10-2018
პენსია გაიზრდება 20 ლარით, რატომ 50 ლარით არა?
პარლამენტში 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის ხმაურიანი განხილვაა მოსალოდნელი. მთავარ საფინანსო დოკუმენტს უმცირესობის სხდომაზე ფინანსთა მინისტრის მოადგილე წარადგენს.
 
ოპოზიცია თითქმის ყველა მნიშვნელოვან პარამეტრს აპროტესტებს.
 
დეპუტატები ამბობენ, რომ პროექტი წინა წლის საფინანსო დოკუმენტის იდენტურია და ის საზოგადოების ინტერესებზე მორგებული არ არის. "ევროპული საქართველოს" წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი აცხადებს, რომ პენსიის გაზრდა 50 ლარით არის შესაძლებელი.
 
"მთავარი პუნქტი არის ის, რომ გადასახადები უნდა შემცირდეს, რომ მოხდეს ეკონომიკური ზრდა.  მეორეს მხრივ ფული რაც შემოვა ბიუჯეტში ეს სოციალურ ხარჯებს უნდა მოხმარდეს"-ამბობს "ევროპული საქართველოს" წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი.
 
შეგახსენებთ,  გუშინ, ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ  ჟურნალისტებს განუცხადა, რომ  2019 წლის 1-ელი იანვრიდა ნროგორც ასაკობრივი, ასევე მნიშვნელოვნად და მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა და 0-დან 18 წლამდე შშმ პირთა - გაიზრდება . მან  ხაზგასმით აღნიშნა, რომ საპენსიო თანხის 20 ლარით გაზრდის გადაწყვეტილება უკვე ასახულია მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტში.
წაკითხულია 157-ჯერ