ავარია ზუგდიდში - მსუბუქი ავტომანქანა ჯერ შემხვედრ ავტომობილს, შემდეგ კი მაღაზიას შეეჯახა (FOTO) [Video]

17:46 20-03-2019
ავარია ზუგდიდში - მსუბუქი ავტომანქანა ჯერ შემხვედრ ავტომობილს, შემდეგ კი მაღაზიას შეეჯახა (FOTO) [Video]

ზუგდიდში, აღმაშენებლის ქუჩაზე ავტოავარიის შედეგად 3 მანქანა დაიმტვრა.

თვითმხილველების თქმით, ძლიერი ხმა იყო, ერთ-ერთი მანქანა ცენტრალურ გზაზე სავაჭრო მარკეტს დაეჯახა.

 

ადგილობრივები ამბობენ, რომ დაშავებული მგზავრები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოსი გადაიყვანა.

 

შემთხვევის ადგილზე მოძრაობა პარალიზებულია, ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

თვითმხილველების თქმით, ერთ-ერთ მანქანაში მცირეწლოვანი ბავშვები იმყოფებოდნენ.

 

ადგილობრივები ამბობენ, რომ ცენტრალურ გზაზე აუცილებელია ვიდესათვალთვალო კამერის დამონტაჟება და ინფრასტრუქტურის მოწესრიგება.

 

 

 

 
Read 3476times