ვახტანგ ყოლბაია: ,,ჯერ წასვლას არ ვგეგმავ. ვფიქრობ, რაღაც შეცდომას აქვს ადგილი''

16:21 15-02-2019
ვახტანგ ყოლბაია: ,,ჯერ წასვლას არ ვგეგმავ. ვფიქრობ, რაღაც შეცდომას აქვს ადგილი''
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მეთაურის მოვალეობის შემსრულებელი ვახტან ყოლბაია თანამდებობიდან შესაძლო წასვლის შესახებ ინფორმაციას უარყოფს.
 
ყოლბაიას თქმით, ის ჯერ წასვლას არ გეგმავს.მსგავსი ცვლილებები არ არის დაგეგმილი, საკმაოდ სერიოზული გეგმები მაქვს განსახორციელებელი ჩემ კოლეგებთან ერთად , ამიტომაც ჯერ არსად ვგეგმავ წასვლას,.“,- განაცხადა მან. 
 
,,ვფიქრობ, რაღაც შეცდომას აქვს ადგილი. გადაადგილებები იგეგმება აფხაზეთის უმაღლეს საბჭოში და არა აფხაზეთის მთავრობაში. ცვლილებები მთავრობაში არც დასტურდება და ამის შესახებ არაფერი ვიცი. შეიძლება ინფორმაცია ნებსით თუ უნებურად ვიღაცამ არასწორად გაიგო. არც მე მიმიღია წასვლის შესახებ გადაწყვეტილება და არც რაიმე სახის ზეწოლას ჰქონია ადგილი. ჯერჯერობით ასეა“ .
 
შეგახსენებთ, გავრცელებული  ინფორმაციით, ვახტანგ ყოლბაია, შესაძლოა, ყოფილმა დეპუტატმა ლუკა კურტანიძემ ჩაანაცვლოს.
 
პარალელურად ცვლილებები იგეგმება აფხაზეთის უმაღლეს საბჭოში, სადაც საბჭოს თავმჯდომარის არჩევნები მარტის ბოლოს ან აპრილის დასაწყისში უნდა გაიმართოს.
Read 306times