დავით კირკიტაძის საქმეზე სასამართლო პროცესი გაიმართება

09:44 12-02-2019
დავით კირკიტაძის საქმეზე სასამართლო პროცესი გაიმართება
გურჯაანის რაიონულ სასამართლოში დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, დავით კირკიტაძის საქმეზე სასამართლო პროცესი გაიმართება. პროცესი 12:00 საათზეა დანიშნული. დღევანდელ სასამართლო პროცესზე მოხდება კირკიტაძისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის გადასინჯვა.
 
მხარდამჭერები და პარტიის ლიდერები კირკიტაძის მხარდასაჭერად გურჯაანში ჩასვლას გეგმავენ.
 
დავით კირკიტაძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით აქვს წაყენებული, რაც სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. კირკიტაძე ველისციხეში მომხდარი დაპირისპირების საქმეზე დააკავეს.
Read 313times